ცაგერში საახალწლო კონცერტი გაიმართა

ცაგერ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე და რწმუნებულის მოადგილე, ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები, აგრეთვე მაყურებლის წინაშე წარსდგა ცნობილი საესტრადო მომღერალი მარიამ ელიეშვილი.

ღონისძიებაზე დამსწრე ბავშვებს ცაგერის მუნიციპალიტეტისაგან, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და ახალგაზრდობის ცენტრი.