1748980445
ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდი, საქართველოს ფრენბურთის, 2021-2022 წლების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ცაგერის გუნდმა დაამარცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და ღირსეულად, მესამედ, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. /კლუბის ხელმძღვანელი გია სილაგაძე, მწვრთნელები:თემურ ჭაბუკიანი და დათო ლიპარტელიანი/.
მესამე ადგილი მოიპოვა ქალაქ ქუთაისის გუნდმა.
წარმატებული ფრენბურთელები დააჯილდოვეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა და მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და სხვებმა.
საქართველოს ჩემპიონ „ცაგერს“ ჩემპიონის თასი გადასცა ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ცაგერის ფრენბურთის გუნდს, ლეჩხუმს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.