პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-სა და ქართულ - გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკართან“, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.
შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:
ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო - ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;
ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;
ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;
მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.