ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის მოადგილეებმა ბრინჯაოს პრიზიორ ნიკა ქომეთიანს ევროპის თასის გათამაშებაში გამარჯვება მიულოცეს

ძიუდო

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარებულ ევროპის თასის გათამაშებაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში,  ბრინჯაოს პრიზიორ ნიკა ქომეთიანს ცაგერის სასპორტო სკოლაში გამარჯვება პირადად მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა, რევაზ ახვლედიანმა და განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პრიზიორს სამახსოვრო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.

,,მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს ნიკა ქომეთიანს, აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმატება  ლეჩხუმს სპორტის აღნიშნულ სახეობაში აქამდე არ ჰქონია. ვამაყობთ ნიკას გამარჯვებით, მადლობას ვუხდით საკუთარი ქვეყნის, კუთხის წარმოჩენისათვის და მომავალში კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.