1748980445
„ევროპის დღეები 2022“ -ის ფარგლებში ცაგერის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრა გაიმართა

10 მაისს „ევროპის დღეები 2022“ -ის ფარგლებში ცაგერის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრა გაიმართა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს და ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ერთობლივი თანამშრომლობით. შეხვედრას მუზეუმის, მუნიციპალიტეტის მერიის და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ევროპის დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა და გიორგი გუგავამ, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა დავით კოპალიანმა და სხვებმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.