1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
თელავში, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლადრეაბილიტირებულ ბაღში, ბავშვების სათამაშო ინფრასტრუქტურა და სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სკვერი, სავარაუდოდ,
მიზანმიმართულად გააფუჭეს .
,,ეს ბაღი, ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ბავშვებისთვის სათამაშო სივრცე მოაწყვეს და პერიმეტრზე კამერებიც იყო დამონტაჟებული. ვიღაც სპეციალურად თუ არ მივიდა და არ გააფუჭა, კამერა მაინც როგორ დაზიანდა თავისით. უნდა გამოავლინონ და დააჯარიმონ, სხვამ რომ ვეღარ გაბედოს“, - ამბობენ თელავში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანება სკვერის ინფრასტრუქტურას, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მიაყენეს და გამოვლენის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.