1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოძრაობა „აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება, რომელიც მუზეუმში მომხდარ ფაქტს აფასებს.
შაქარიშვილი პრეზიდენტის მისამართით წერს, “უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ - ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს.”
„თავისუფლებაზე მგზნებარე ლოზუნგებით შეფუთული ვანდალიზმი და ბანალური უნიჭობა! პრეზიდენტს 30-იან წლებთან გაუვლია პარალელები… ქალბატონო სალომე! მუზეუმში ამ ვანდალიზმის ავტორი, სწორედ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრეა, ვინც თქვენს მიერ ხსენებულ ეპოქაში ნიჭს და ნიჭიერ ადამიანებს დასახვრეტად დასდევდა! მას არაფერი საერთო არ აქვს ხელოვნებასთან და მით უფრო, ხელოვნების თუ აზრის თავისუფლების იდეას შეწირულ ნიჭერ ადამიანებთან! ამიტომ, უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ - ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.