1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტებია და ნადგურდება ქალაქის ინფრასტრუქტურა.
„მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მინდა, გაგაცნოთ რას ითვალისწინებს ის. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარდგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერას მივიღებთ.
არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით, ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, საზოგადოების მხარდაჭერის, რადგან ბევრი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ხდება ვანდალიზმი, იქვე დგანან ზრდასრული ადამიანები და შენიშვნასაც არ აძლევენ მოზარდებს. ეს დიდი პრობლემაა და ერთად უნდა შევეჭიდოთ ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად მოვერევით ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.