ნაფიცი მსაჯულები შევიდნენ სახლში, სადაც, ლინდსი კლენსმა 3 შვილი მოკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი
1786567631
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 400 ათას ლარს შეადგენს.
სოფელ ქვემო ხოდაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი გაეცნენ.
„ჩვენ მაქსიმალურად მივაქცევთ ყურადღებას შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რათა ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მოემსახუროს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში პლატონ კალმახელიძემ.