ნაფიცი მსაჯულები შევიდნენ სახლში, სადაც, ლინდსი კლენსმა 3 შვილი მოკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ლინდსი კლენ­სი

ნაფიცმა მსაჯულებმა მასაჩუსეტსში ის სახლი დაათვალიერეს, სადაც, ბრალდების მიხედვით, ლინდსი კლენსიმ სამი შვილი მოკლა. ეს იშვიათი ვიზიტი მათ საშუალებას აძლევდა, საკუთარი თვალით ენახათ ადგილი, სადაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება ტრაგედიით დასრულდა.

ნაფიცი მსაჯულები ექვსკაციან ჯგუფებად შეიყვანეს სახლში, სადაც მოკლული ბავშვები იპოვეს.

დაახლოებით 40-წუთიანი ვიზიტის დროს ისინი მივიდნენ იმ ადგილასაც, სადაც კლენსი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ იპოვეს.

ჟურნალისტებს პოლიციის მიერ მოწყობილი ბარიერის მიღმა დარჩენა მოუწიათ. თუმცა, შორიდან ჩანდა, როგორ მიჰყავდათ სასამართლოს თანამშრომლებს ნაფიცი მსაჯულები ავტობუსიდან სახლში და უკან.

სახლს ახლა ახალი მფლობელი ჰყავს.

თავად კლენსი სახლის დათვალიერებას არ დასწრებია. მკვლელობების დღის შემდეგ მას ეს სახლი აღარ უნახავს.

კლენსის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა გაიარეს ის მარშრუტიც, რომლითაც იმ ღამეს კლენსის ყოფილმა ქმარმა, პატრიკ კლენსიმ, იმგზავრა მას შემდეგ, რაც ლინდსიმ სთხოვა, მათ ხუთი წლის ქალიშვილ კორასთვის მზა საკვები და წამალი ეყიდა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ საკვებისა და წამლის ყიდვა - კლენსის მიერ მოფიქრებული მიზეზი იყო, რათა ქმარი სახლიდან გაეყვანა.

დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით, კლენსის სჯეროდა, რომ ხმა ეუბნებოდა: „მოკალი ბავშვები, რათა შემდეგ საკუთარი თავის მოკვლაც შეძლო.“

იმ ღამეს თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ კლენსი წელს ქვემოთ პარალიზებულია.

თუ კლენსის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობენ, მას უვადო პატიმრობა, ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, ემუქრება.