სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

სტიქია

გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გლოლაში ადიდდა მდინარეები - ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა.

ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში  წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.

მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.

დილიდან, სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.