ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყრებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა.