პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად, მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე გზაგამტარი ხიდის ბურჯი დააზიანა.
ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, მძიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.
სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - პაპუნა მარგველიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - პაპუნა გამყრელიძე და ამავე დეპარტამენტში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღები პირები. ასევე, მოადგილეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის - პაპუნა გამყრელიძის განცხადებით, უმოკლეს ვადებში დაიწყება დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა.
რამდენიმე სოფელში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, შიდა სასოფლო გზები, სახიდე გადასასვლელები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.