სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გზის რეაბილიტაცია

დაიწყო სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით.

აქტიურ ფაზაშია სოფელ წედისში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების; ლითონის გადამღვრელების კიუვეტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობა.

პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი, ორ კილომერტიან გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით, რომლის სისქე 9სმ - ია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი ღირებულება 719 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ამბროლაურის „ავტოგზა’’ ასრულებს.