აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების წარმომადგენლებმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

რუ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მხარეებმა სასტუმრო კომენტარების გარეშე დატოვეს.

უიტკოფი რუსეთში დღეს დილითა ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც აქვს დაგეგმილი. შეხვედრის მთავარი თემა - უკრაინაა.