პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის („საყდრისის კომიტეტი“) კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართავს.
„2 მაისს მომხდარი მიწისძვრის გამო, „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტები 3 მაისს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ სათხის და ფიტარეთის მონასტრების, ასევე ხულუტის ციხე-დარბაზის, აბულმუგის აბანოს და „ბნელი ხევის“ ტაძრისა და არქეოლოგიური ობიექტის მდგომარეობის ადგილზე გადასამოწმებლად.
ფიტარეთში ადგილობრივი ბერებისგან ცნობილი გახდა, რომ მიწისძვრის შემდეგად ტაძრის გუმბათიდან და მომიჯნავე ჭერიდან ფრესკები ჩამოიშალა, რომელიც ფაქტობრივად მთელ იატაკზე იყო მობნეული. ტაძარში მყოფმა აქტივისტებმა დასურათების დროს შეამჩნიეს, რომ ჭერის ნაწილი სველი იყო (იხილეთ I ფოტო) ხოლო იქიდან ჩამოყრილი ნალესობა - ნესტიანი.
პირველადი ვერსიით, შესაძლოა, მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრებმა ტაძრის ლორფინზე ბზარი გააჩინა ან მეტიც, ის დაძრა, რის გამოც ნალექის შემთხვევაში ჭერში წყალი ჟონავს. ეს კი, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ კედლის მხატვრობას კიდევ უფრო აზიანებს.
სახურავის მდგომარეობის და მხატვრობის დაზიანების ზუსტი მიზეზების განსასაზღვრად 5 მაისს „საყდრისის კომიტეტმა“ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ადგილზე სპეციალისტების ჯგუფის ჩასვლა ითხოვა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ფიტარეთში არავინ გამოჩენილა.
„საყდრისის კომიტეტი“ კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ მიმართავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, დროულად უზრუნველყოს შესაბამისი პროფილის სპეციალისტების ჩასვლა ფიტარეთში, ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებების შესასწავლად, შემდგომში გახშირებული მიწისძვრებით გამოწვეული საფრთხეების ეფექტური პრევენციისთვის.
„საყდრისის კომიტეტი“ ფიტარეთის მონასტერს 2016 წლიდან იცავს. აქტივისტების 2-წლიანი ბრძოლის შედეგად, 2018 წლიდან, დაიწყო მონასტრის გადასახური სამუშაოები, ჩატარდა ქვის და კედლის მხატვრობის კვლევა, 2020-2021 წლებში მიმდინარეობდა კედლის მხატვრობის და ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, ჯერჯერობით გაჩერებულია, დაუმთავრებელი სამუშაოები კი ტაძარს დამატებით სააფრთხეებს უქმნის“, - ნათქვამია გაცხადებაში.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944