პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მოვუწოდებთ იუნესკოს, ევროპა ნოსტრას და ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად“ - ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი“ ავრცელებს.
„მსოფლიოში რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული უმძიმესი ვითარების ფონზე, გვსურს, გამოვეხმაუროთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ აღმაშფოთებელ ინფორმაციას, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი - განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც გამოუსწორებელი ზარალი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.
ვითვალისწინებთ, რომ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კაცობრიობისთვის არანაკლები დანაკარგია განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის თითოეული ძეგლი.
XI საუკუნეში შექმნილი საკათედრო ტაძარი, ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომლის უნიკალურობა დღემდეა მოღწეული, წარმოადგენს არა მარტო უკრაინის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობას.
იგი პირველი ისტორიული ძეგლია უკრაინაში, შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სპეციალურად დაცული ღირსშესანიშნაობების სიაში.
მოვუწოდებთ მსოფლიოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციებს: იუნესკოს, ევროპა ნოსტრას და ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს, დაუყოვნებლივ, შეძლებისდაგვარად, ძეგლის გადასარჩენად იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, „მხარეები ვალდებულები არიან, პატივი სცენ მათ საკუთარ ტერიტორიაზე, აგრეთვე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე განლაგებულ კულტურულ ფასეულობებს იმით, რომ თავი შეიკავონ ამ ფასეულობების, მათი დასაცავი ნაგებობებისა და უშუალოდ მათი მიმდებარე ნაკვეთების გამოყენებისაგან ისეთი მიზნებისთვის, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მათი განადგურება ან დაზიანება და თავი შეიკავონ ამ ფასეულობათა წინააღმდეგ მიმართული რაიმენაირი მტრული აქტისაგან.“
იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონფლიქტის შედეგად უკვე დაზარალდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორიცაა მაგალითად ხარკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ მსოფლიო საზოგადოების დაუყოვნებლივი აქტიურობისა და თანადგომის მნიშვნელობას.
ჩვენი განცხადების ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ამ ლინკზე -https://www.facebook.com/110601581389972/posts/152927693824027/?d=n“, - ნათქვამია განცხადებაში.