VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1740254448
რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა. პროექტი, რუსთავის მერიამ, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა, ნოვატორი მეცნიერის - შალვა ამონაშვილისგან მოისმინა.
პროექტის საგანმანათლებლო ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც უკვე დასრულებული სასწავლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია, პროფესორმა შალვა ამონაშვილმა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებსა და პედაგოგებს წარუდგინა.
,,რუსთავის ბაგა-ბაღების პედაგოგებმა და აღმზრდელებმა ჰუმანურ პედაგოგიკაში ერთწლიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. მე გაოცებული ვარ ქალაქის ხელმძღვანელობის შემართებით, რომელმაც მოინდომა და ტრენინგ კურსში რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა აღმზრდელ-პედაგოგი ჩართო. სასწავლო პროცესი დასრულდა, მაგრამ საქმე არ დასრულებულა, გაწეული სამუშაოს შედეგს, ჩვენ რამდენიმე წელში ვნახავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ რუსთავში, ყოველ წელს სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდეს, რომელშიც ბაგა-ბაღების პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა პროფესორმა შალვა ამონაშვილმა.
პრეზენტაციას რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და შალვა ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,, საქართველოში ერთადერთმა მუნიციპალიტეტმა - რუსთავმა, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, უნიკალური პროექტის განხორციელება შევძელით. პროექტი მოიცავდა სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგიის დანერგვას. ამ მიმართულებით ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელი გადამზადდა, მათ სპეციალური ტრენინგ-კურსი გაიარეს. პროექტი თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს გვქონდა დასკვნითი ღონისძიება”, - განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ კახა გურულმა.
მიმდინარე წელს რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად კი განხორციელდა პროექტი, რომელიც სააღმზრდელო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.