რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
რუსთავში, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრში -,,კესანე”, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების მხარდასაჭერად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტი - ,,მწვანე შუქი” განხორციელდება.
პროექტის დეტალებზე დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს" დირექტორი ეკა ნოზაძე და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის-,,ილაპარაკე“ დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.
,,რუსთავში რამოდენიმე წელია დავიწყეთ რეფორმები და ვაუმჯობესებთ მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. დღეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ამ მიმართულებით არსებული სერვისები. სწორედ ამ მიზნით, ცენტრ ,,კესანეში” ვგეგმავთ პროექტს, რომელიც საპილოტეა და პირველად რუსთავში განხორციელდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტი შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, პერსონალური ქოუჩისა და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას და ზოგადად, შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„დღეს, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებას, რომელიც საპილოტედ რუსთავში დაიწყება და ჩემი განსაკუთრებული მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობელობით მიუდგა ამ საკითხს. პროექტი შეეხება შშმ ბავშვთა მშობლების უფლებების გაძლიერებას, მათი ფსიქო-ემოციური ფონის გაუმჯობესებას და მათ, გარკვეულწილად, მენტორებად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეძლონ სხვა დედებსაც მისცენ რჩევა და რეკომენდაციები, თუ როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ შშმ ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში. მიხარია, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რუსთავის მერიასთან ერთად გეგმავს ამ საპილოტე პროექტს, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საფუძველს ჩაუყრის ამ იდეის უფრო დიდი მასშტაბით განხორციელებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე" განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.