რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში თოვლმა პრობლემები შექმნა

რაჭა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. სოფლების ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტრომომარაგება, გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე.

სამუშაოები დილიდან დაიწყო, ასუფთავებენ ქუჩებს და ცდილობენ, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.