ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს.

როგორც ბერსე აცხადებს, ხვალ შეხვედრები ექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – წერს ალენ ბერსე.