„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო...“ - 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
1781812231
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
„მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად არსებულ ვითარებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ასევე, ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უწყებებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას.
თვითმმართველობის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე ყველა საჭირო ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.