რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს 2025 წელს
1734542562
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მერიამ და უნივერსიტეტმა ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, კულტურული და რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და KIU -ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
„ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი შენაძენია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების ცენტრი, ის განვითარების ცენტრიცაა, რომელზეც უკვე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქუთაისის შემდგომი განვითარება.
ჩვენ მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. მემორანდუმი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ ურთიერთობას. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლას მერიაში, სტუდენტების ჩართულობით შეიქმნება ერთობლივი სტარტაპ-პროექტები, უზრუნველვყოფთ სტუდენტების ჩართვას მერიის სხვადასხვა პროგრამებში; განხორციელდება ერთობლივი პროექტები , მათ შორის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ქალაქს განვითარების ფართო არეალი ექნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა ამავე სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.