1732218408
ოზურგეთში მასშტაბური „ბოლო ზარი” გაიმართება
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართება.
„მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე - მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს პირველად ჩავატარებთ ოზურგეთში არსებული საჯარო სკოლების საერთო ღონისძიებას ბოლო ზარის აღსანიშნავად, რომელიც თეატრის წინ, მოედანზე გაიმართება.
ეს იქნება მასშტაბური საზეიმო ღონისძიება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.