1692302192
საერთაშორისო თანამეგობრობა დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ხედავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში - თინა ბოკუჩავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატი არის მორიგი დასტური, რომ „რუსული ოცნება“ რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის, მათ შორის, ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება, ეს იყო დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად, ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.