ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
ბოლო ზარი ახლოვდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმაც აქტიურად დაიწყეს თეთრი პერანგების შერჩევა, რომლებზეც სულ მალე მოლოცვის ამსახველი გულთბილი და მხიარული წარწერები გაჩნდება.
როგორ შევარჩიოთ ნახატი პერანგისთვის, EDU.ARIS.GE-მ ამ თემაზე პატარა სტატიაც მოამზადა.
ახალგაზრდა მხატვარი, თამარ ხეჩიკაშვილი ახალგაზრდებს რამდენიმე საინტერესო რჩევას აძლევს.
როგორ შევარჩიოთ, პოზიტიური და არასტრესული ნახატი?
1. გასული წლების ნამუშევრები. ინტერნეტში ბევრი საინტერესო ნახატი შეიძლება შეგხვდეთ. ძირითადად, მოსწავლეები ნამუშევრის იდეებს სწორედ გასული წლების ბოლო ზარზე მოხატული პერანგებიდან იღებენ ხოლმე.
2. იდეების საძიებელი ინტერნეტგვერდები. არის ისეთი შეკვეთები, რომელიც ხშირად მეორდება. იდეების მოძიების საუკეთესო გზაა აპლიკაცია „Pinterest“, სადაც ნებისმიერ ინტერესზე მორგებული ნამუშევრის არჩევაა შესაძლებელი.
3. საკუთარი წარმოსახვა. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს საკუთარი წარმოსახვით სურს ნახატის შექმნა. ის გვეტყვის რა უნდა და ჩვენც ერთად ვქმნით ესკიზს. რასაკვირველია, ეს უფრო შრომატევადია და გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ, ინდივიდუალურ ნახატამდე მივდივართ, რომელიც სხვა ნამუშევრის იდენტური არ არის და გაცილებით ორიგინალურია.
წყარო: EDU.ARIS.GE