ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე - მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა. ბოლო ზარის დასრულების შემდეგ კი საღამო DJ გიგა პაპასკირმა გააფორმა.
ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ნათია გოლიაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.