ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის „კლიმატის ცვლილებების მიტიგაცია გურიაში“ ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო

დასუფთავების აქცია

,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.

საკრებულოს წარმომადგენლებმა, ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩის ტერიტორია მყარი ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

კამპანია მიზნად ისახავს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საქართველოში კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ 2010 წლიდან ტარდება ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიციატივით.“

დღესვე, დასუფთავების აქცია მოეწყო ასკანისა და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ -სა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით. დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. აქცია ჩატარდა პროექტის „კლიმატის ცვლილებების მიტიგაცია გურიაში“ ფარგლებში.