ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

ოზურგეთი

პროექტის ფარგლებში გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდება 9 აპრილის, დიმიტრი ერისთავის, იოანე პეტრიწისა და რუსთაველის ქუჩებზე. სამუშაოები მიზნად ისახავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ისე ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, თენიეშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა. ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩის N129-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი აშენდება. დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი და გურამ გოლიაძე. მათი განცხადებით, ყველა პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება.