ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით შეეცადა მისი ვინაობის დაფარვას, მაგრამ გამოძიების პროცესში მოპოვებულია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.