„ეს არის გაფრთხილება ყველა ბავშვის, მშობლისა და ექიმისა!“ - სანდრო ჯიბლაძის მიმართვა საზოგადოებას
1772039781
ბავშვის ქცევა ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად სიტყვები. გაღიზიანება, ჩაკეტილობა ან მოულოდნელი ემოციური რეაქციები შესაძლოა უბრალო ხასიათის გამოვლინება არ იყოს — ხშირად ისინი შინაგანი შიშების, დაუცველობის ან უყურადღებობის სიგნალია. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, ყურადღებით დააკვირდნენ ასეთ ნიშნებს და დროულად გააცნობიერონ, რაზე მიანიშნებს ბავშვის ქცევა.
ამ თემაზე ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია სოციალურ ქსელში წერს და გამოყოფს 7 მნიშვნელოვან ნიშანს, რომლებიც, მისი თქმით, საგულისხმო გზავნილია მშობლისთვის. ერთ-ერთი ასეთი ნიშანია:
ბავშვი წვრილმანებზე ბრაზდება, ზედმეტად მგრძნობიარეა და მკვეთრად რეაგირებს.
სპეციალისტის განმარტებით, მსგავსი ქცევა ხშირად მიუთითებს შინაგან დაუცველობაზე და დაბალ თვითშეფასებაზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ემოციური სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია, თითქოს საფრთხეს ელოდება.
ეკა ჩემიას თქმით, ბავშვი ამგვარი რეაქციით შესაძლოა აპროტესტებდეს საკუთარი „არასაკმარისობის“ განცდას — შინაგან რწმენას, რომ სიყვარული უნდა დაიმსახუროს და თავად საკმარისად კარგი არ არის.
ფსიქოთერაპევტის შეფასებით, ასეთ დროს ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება აღიარება და დამტკიცება იმისა, რომ ის უკვე ფასეულია — მიუხედავად შეცდომებისა და არასრულყოფილებისა.
„მისი ქცევა თითქოს ამბობს: გთხოვ, მაჩვენე, რომ საკმარისი ვარ, მაშინაც კი, როცა იდეალურად არ ვიქცევი“, — წერს ეკა ჩემია.