პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 9 სახლი გაქურდა. ზარალი საერთო ჯამში 155 000 ევროს აღწევს.
მოპარულ ნივთებს შორისაა: 114 ცალი ინგლისური ოქროს მონეტა, ძვირფასი სამკაული და 1600 ევრო ნაღდი ფული, ელექტრონიკა და პირადი ნივთები.
ასევე დადგინდა, რომ კაცი საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.