ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მოძრაობა აღდგა

ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.