გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შესაბამისი ტექნიკაა ჩართული

სტიქია ტექნიკა

გურიის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალების მუხლუხოებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის ტრანსპორტირება ამ დრომდე გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა.

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, შექმნილია საკოორდინაციო შტაბიც.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები. 

საქართველოში, უკვე მეექვსე დღეა, სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე რთული ვითარება ისევ გურიაშია, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მამაკაცი სახურავის წმენდის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონის ფილა დაეცა. თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაკეტილია გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.