არ შეიყვანოთ სტუმრები საძინებელში - რა მოხდება, თუ თქვენს საწოლზე უცხო ადამიანი ჩამოჯდება
1740431263
უკრაინამ და აშშ-მა მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ „გაცილებით უფრო ხელსაყრელ პირობებზე“ მინერალური რესურსების შეთანხმების ფარგლებში და მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება აშშ-თან ურთიერთობების გაფართოების საშუალებაა.
შეთანხმების საბოლოო ვერსია, რომელიც „ფაინენშელ თაიმსმა“ მოიპოვა და 24 თებერვლით არის დათარიღებული, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელშიც უკრაინა გადარიცხავს შემოსავლების 50%-ს მინერალური რესურსებისგან, მათ შორის ნავთობისა და გაზისგან, ასევე მათთან დაკავშირებული ლოგისტიკიდან.
გამოცემის ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება არ შეეხება იმ მინერალურ რესურსებს, რომლებიც უკვე ავსებენ უკრაინის სახელმწიფო ხაზინას, ანუ არ გავრცელდება „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ მიმდინარე საქმიანობაზე.
ამასთან, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, შეთანხმებული პროექტიდან ამოღებულია დებულება „აღდგენის ფონდის“ შექმნის შესახებ, სადაც უკრაინას უნდა გადაერიცხა მინერალური რესურსების მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების 50% და რომელშიც აშშ-ს „100%-იანი ფინანსური მონაწილეობა“ ექნებოდა.
როგორც გამოცემა წერს, ამავე დროს, შეთანხმებაში არ არის არცერთი მითითება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც თავდაპირველად მოითხოვდა კიევი შეთანხმებაზე თანხმობის სანაცვლოდ.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, შეთანხმებაში ასევე არაა დაზუსტებული ისეთ საკითხები, როგორიცაა აშშ-ს წილის ოდენობა ფონდში და „ერთობლივი მფლობელობის“ შეთანხმებების პირობები.
„ფაინენშელ თაიმსის“ წყაროების თქმით, შეთანხმებას მხარი დაუჭირეს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ გამოთქვეს იმედი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს კვირებში ეწვევა თეთრ სახლს დონალდ ტრამპთან შეთანხმების ხელმოსაწერად.