5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა სამედიცინო შემოწმება გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს.
სამედიცინო კომისიის შედეგებიდან გამომდინარე წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას ექვსი ან რვა თვის განმავლობაში შეუდგებიან.
წვევამდელების ნაწილი ვებგვერდზე conscript.mod.gov.ge დარეგისტრირდა, ნაწილმა კი ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა. გამოძახებამდე საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6, 8, ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30%-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ექვსთვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. რვათვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ. 11-თვიანი ვადით წვევამდელებს შეუძლიათ, იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები – ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.