ძლიერმა ქარმა სამტრედიაში პრობლემები შექმნა

სამტრედია

სამტრედიაში, ერთ-ერთ სკვერთან, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. ტერიტორიაზე, სადაც ხე წაიქცა, სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, ძლიერი ქარის შედეგად,თუ რა პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე.

მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.