„ასაკს ნუ აჰყვებით, რომელ ასაკშიც კარგად გრძნობთ თავს, იქ დარჩით" - მარიკო კვალიაშვილი

მარიკო კვალიაშვილი

 ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეული გადაცემის – „ნოესთან“ სტუმარი კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი  იყო.
კომპოზიტორმა გადაცემაში არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ილაპარაკა.

გადაცემაში კვალიაშვილმა ასაკთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა წლებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„ასაკს ნუ აჰყვებით. რომელ ასაკშიც კარგად გრძნობთ თავს, იქ დარჩით. ასაკმა იაროს თავისთვის წინ და იმოქმედეთ ისე, როგორც იმ ასაკს შეეფერება“ – ამბობს მარიკო კვალიაშვილი.