პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.