რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
1773590460
მინეროლოგი და ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი გამომწერებს მარტის ყველაზე ენერგეტიკული დღეების შესახებ წერს.
„დაიმახსოვრეთ მარტის თვის ყველაზე ძლიერი დღეები, როდესაც შეგიძლიათ შეცვალოთ ან სულაც თავიდან დაიწყოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ: ეს არის 20-დან 26 მარტამდე პერიოდი.
რატომ არის ეს დრო უნიკალური?
20 მარტიდან იწყება ასტროლოგიური ახალი წელი. ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე - მომენტი, როცა დღე და ღამე თანაბრდება, სამყარო კი „ნულოვან წერტილს“ აღწევს. ეს არის საყოველთაო გამოღვიძების დღე, რომელიც იდეალურია ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად.
მარსისა და იუპიტერის მძლავრი ალიანსი - 20 მარტიდან ცაზე ყალიბდება უმნიშვნელოვანესი ჰარმონიული ასპექტი:
მარსი - აქტიური ქმედებების, ინიციატივისა და მოძრაობის პლანეტა.
იუპიტერი - სურვილების რეალიზაციის, გაფართოების, მასშტაბებისა და იღბლის პლანეტა.
ისინი 26 მარტამდე იქნებიან ალიანსში, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი შენი მცირე ნაბიჯი ახლა ათმაგად გაიზრდება! დასრულდა მოლოდინის რეჟიმში ყოფნა , არ გადადოთ მოქმედება, იაქტიურეთ!
რეკომენდაციები - ამ პერიოდში შენი შინაგანი ძალის გასაძლიერებლად გამოიყენე მინერალების ენერგია:
ვეფხვის თვალი - დაგეხმარება ფოკუსირებაში, რომ მარსის ენერგია მხოლოდ მთავარ მიზანზე მიმართო.
ციტრინი - იუპიტერის „ოქროს“ ქვაა, რომელიც ფინანსურ იღბალს და მასშტაბურ შესაძლებლობებს მოგიზიდავს. ქარვა - შენი მუდმივი ბატარეა, რომელიც ამ ინტენსიურ კვირაში ენერგეტიკული გამოფიტვისგან დაგიცავს.პატარა რიტუალი: 20 მარტს, ბუნიობისას, დაწერე შენი მთავარი მიზანი ფურცელზე და დაადე ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვა. ეს შენი წარმატების მაგნიტი გახდება! გააქტიურე შენი იღბალი! სამყაროში ენერგია მხოლოდ მაშინ ბრუნდება, როცა მას გასცემ!“ - წერს თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში.