დატბორილია გზები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - სტიქია პანკისის ხეობაში

წყალდიდობა პანკისში

სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში - ძლიერი წვიმების შედეგად, პანკისის ხეობაში წყალდიდობაა.
საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და გარკვეულ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ამ დროისათვის მდინარეებიდან გადმოსული წყალი შუა, ქვემო და ზემო ხალაწნის ქუჩებში მოედინება.