დამალაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დამალა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველ მოადგილე დავით პაპაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, სოფელ დამალაში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბესტ ტრანს’’აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 490 927 ლარს შეადგენს.