ესპანეთი EURO 2024-ის ნახევარფინალშია

ესპანეთი-გერმანია

ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრებმა დამატებით დროში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 51-ე წუთზე ანგარიში დანი ოლმომ გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე ფლორიან ვირცმა ანგარიში გაათანაბრა.

მიკელ მერინომ გამარჯვების გოლი 119-ე წუთზე გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთისა და პორტუგალიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 9 ივლისს მიუნხენში გაიმართება.