ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართულ 756 ბენეფიციარს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 100 ლარი ჩაერიცხა

ბორჯომი

🔘 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართულ 756 ბენეფიციარს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 100 ლარი ჩაერიცხა.

🔻ფულადი დახმარება მიიღო:

☑️ მრავალშვილიანმა  ოჯახებმა;
☑️ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
☑️ მარტოხელა მშობლებმა;
☑️ დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
☑️დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
☑️ ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
☑️ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს);
☑️ საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ ვეტერანებმა (მათ შორის დევნილები);
☑️ ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
☑️ ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
☑️ 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
☑️ 18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებმა;

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მატერიალური და მორალური მხარდაჭერაა.