სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შესრულდა

სასაზღვრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთის მიმართულებით, მორიგი ავიარეისი შესრულდა.

შსს-ს ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დღეის მდგომარეობით, თუშეთში 20 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ზამთრის განმავლობაში დაკეტილია. მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება, ვერტმფრენი მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.