ბექა ვაჭარაძემ ფოთის თეატრის მსახიობს, ჯანო იზორიას საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მოპოვება მოულოცა

ჯანო იზორიას

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის თეატრის მსახიობებს შეხვდა.

ქალაქის მერმა მაკედონიაში გამართული მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ მსახიობს, ჯანო იზორიას, საერთაშორისო წარმატება მიულოცა. მსახიობმა სპექტაკლში „ყვარყვარე“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თეატრის შემოქმედებით საქმიანობას, მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თეატრის განვითარებასა და ახალი პროექტების განხორციელებას