პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის მერია ტენდერის გამოცხადებამდე, მოქალაქეებს ნაძვის ხის შესარჩევად ესკიზებს სთავაზობს. ინფორმაციას და ნაძვის ხის ფოტოებს მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,შეარჩიე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე https://bit.ly/3pHlgN7
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უახლოეს პერიოდში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე ბათუმელებს საშუალება ექნებათ ნაძვის ხე თავად შეარჩიონ.
აღსანიშნავია, რომ წინასაპროექტო მოკვლევაში ჩართული იყო ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომელთაგან, საბოლოოდ წარმოდგენილია 4 ესკიზი.
აღნიშნული ესკიზებიდან ის ვარიანტი შეირჩევა, რომელიც გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება: https://bit.ly/3pHlgN7
გამოკითხვა დასრულდება 25 აგვისტოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.