„ცრემლები მომდის და ვერ ვაჩერებ...“ - რას წერს სტეფანე კვარაცხელიაზე

სტეფანე

სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. მან ანგარიში 35-ე წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი მეტოქეს კომპენსირებულ დროში ოსიმენმა გაუტანა, 62-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში მცველები გააბითურა, დუბლი შეასრულა და 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა.

სოციალური ქსელები ააფეთქა კვარაცხელიას გოლების შემდეგ კომენტატორების რეაქციამ, ასევე ქართველი ფეხბურთელის ფანების ვიდეოებმა. სადაც ნათლად ჩანს ჩვენებურის მიმართ როგრი დამოკიდებულება აქვს „ნაპოლის“ ფანებს.

ჰიტადქცეულ ვიდეოებს მომღერალი სტეფანე ეხმიანება:

„ფანების ვიდეოებს რომ ვუყურებ, კვარაცხელიას როგორ ყვირიან, ცრემლები მომდის და ვერ ვაჩერებ :))  არა და არ ვარ ასეთი სენტიმენტალური :))“,- წერს სტეფანე.