ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა... უწოდეთ მას „ქართველი“ ან უბრალოდ სასწაული - „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი კვარაცხელიაზე წერს

xvicha kvaracxelia

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის "ნაპოლის" საშინაო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ქართველმა შემტევმა მის მეორე ოფიციალურ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნეაპოლში და მთლიანად იტალიაში. კვარაცხელიას შესანიშნავ მატჩზე წერს "ნაპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდიც.

„ყოჩაღ, ქართველო!" - ეს "Napoli 24"-ზე დაწერილი ერთ-ერთი იტალიელის კომენტარია. მართლაც შექების ღირსია ხვიჩა, რომელმაც მთელი ქვეყნის ემოციები გააერთიანა და თუ ვინმე ამ ზეიმს არ უერთდება, უბრალოდ ჩუმადაა, ვერაფერს ამბობს.

აპლოდისმენტები კვარაცხელიას, რომელმაც დიდ ფეხბურთში არა უბრალოდ დაგვაბრუნა და მის აკლიმატიზაციას მშვიდად ველოდებით, არამედ ბრწყინვალედ დაიწყო.

ემოციები უკვე უსაზღვროა და თანაც ვიცით, ყველაფერი ეს კიდევ უფრო უკეთესად რომ გაგრძელდება - ხვიჩა ბოლომდე "გაგვაგიჟებს!" თანაც, ის ნეაპოლში მაინც "გავლითაა", ტოპ-კლუბებიც ძალიან ახლოსაა, "კვარას" ხომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.