„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 18 ივნისს, 10:00 საათიდან, ამბროლაურში მოქალაქეებს ექიმ-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ.
აქციის ფარგლებში, რომელსაც თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი" მართავს, ექიმის კონსულტაციას მიიღებს ყველა პაციენტი, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა აქვს.
კონსულტაცია ამბროლაურში წითელი ჯვრის ოფისში ჩატარდება, რომელიც ვანო კობახიძის ქ. N7-ში მდებარეობს (N1 საჯარო სკოლის გვერდით).
მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.